სიახლეები

ტრენინგი ხელშეკრულების მხარის ჩანაცვლების შესახებ
14 ნოემბერი 2014

14 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ხელშეკრულების მხარის ჩანაცვლების შესახებ ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ტრენინგი გაიმართა. 

ტრენინგი მოთხოვნის დათმობას, ვალდებულების გადაკისრებასა და, ზოგადად, ხელშეკრულების მხარის ჩანაცვლების პრაქტიკაში არსებული შემთხვევების ანალიზს დაეთმო.