სიახლეები

ტრენინგი ხელშეკრულებების შედგენასა და იურიდიული მნიშვნელობის წერილების მომზადებაში
26 დეკ 2014

26 დეკემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საქართველოს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა. 

ტრენინგს, რომელიც სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ხელშეკრულებების შედგენასა და იურიდიული მნიშვნელობის წერილების მომზადებას მიეძღვნა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ნინა ჟვანია უძღვებოდა.