სიახლეები

ტრენინგი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის იურიდიულ წერაში
12 დეკ 2014

12 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურისტებისათვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს, რომელიც იურიდიულ წერასა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას მიეძღვნა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ნინა ჟვანია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფიო ჩაჩავა უძღვებოდნენ.