სიახლეები

ტრენინგი საკორპორაციო სამართალში
21 ნოემბერი 2014

21 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლებისათვის საკორპორაციო სამართალში ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი  მიეძღვნა სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოების უფლებამოსილებების გამიჯვნასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხებს, ასევე დირექტორზე შრომის სამართლით გათვალისწინებული გარანტიების გავრცელებას.