სიახლეები

ტრენინგი საარბიტრაჟო სამართალში
28 ნოემბერი 2014

28 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურისტებისათვის საარბიტრაჟო სამართალში ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი, რომელსაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, სოფიო ტყემალაძე უძღვებოდა, საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟების, ასევე საინვესტიციო ხელშეკრულებებში საარბიტრაჟო დათქმების განხილვას დაეთმო.