სიახლეები

ტრენინგი მოთხოვნებისა და საპრივატიზებო პირობების უზრუნველყოფაზე
7 ნოემბერი 2014

7 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის მოთხოვნებისა და საპრივატიზებო პირობების უზრუნველყოფაზე ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი დაეთმო: მოთხოვნის უზრუნველყოფის სახეების მიმოხილვას, უფლებების უზრუნველყოფის სახით გამოყენებას, უზრუნველყოფის ღონისძიებების რიგითობას, ყადაღასა და აკრძალვებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე საწარმოს პრივატიზებისას საწარმოს ქონების განკარგვის რისკის დაზღვევას.

ტრენინგი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ყოფილმა მოსამართლემ, ნუნუ კვანტალიანმა ჩაატარა.