სიახლეები

ტრენინგი მედიაციის უნარების საფუძვლებში
8 სექტემბერი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მედიაციის უნარების ტრენინგში მონაწილეთა შერჩევას. ტრენინგის შედეგად შეირჩევიან სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრში. საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრი ყოველ წელს, პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის - ICC ორგანიზებით იმართება და მასში სამოცდაათამდე უნივერსიტეტის ხუთასზე მეტი სტუდენტი იღებს მონაწილეობას. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.