სიახლეები

ტრენინგები ეროვნული საფეხბურთო ლიგისა და ეროვნული ნაკრების ექიმთათვის
16 დეკ 2018

14-16 დეკემბერს, უნივერსიტეტის სამედიცინო უნარების ლაბორატორიისა და ტრენინგცენტრის მიერ ჩატარდა გადაუდებელი სიტუაციების მართვის ტრენინგი საფეხბურთო პრაქტიკაში. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგისა და ეროვნული ნაკრების ექიმებმა. 

სიმულაციურ სცენარზე შექმნილი პრაქტიკული სავარჯიშოების საფუძველზე გაუმჯობესდა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისა და ტრავმული დაზიანებების დროს დაზარალებულის მდგომარეობის მართვის მიდგომები. 

წარმატებული მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებულ სერტიფიკატს მიიღებენ.