სიახლეები

ტრენინგები ეროვნული საფეხბურთო ლიგისა და ეროვნული ნაკრების ექიმებისთვის
29 ივნისი 2019

27-29 ივნისს, უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორიისა და ტრენინგცენტრის ტრენერებმა საქართველოს ეროვნული ლიგებისა და ეროვნული ნაკრების 36 ექიმს გადაუდებელი სიტუაციების მართვის ტრენინგი ჩაუტარეს.

მონაწილეებმა სიმულაციურ სცენარზე შექმნილი პრაქტიკული სავარჯიშოების საფუძველზე შეისწავლეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობებისა და ტრავმული დაზიანებების დროს დაზარალებულის უახლესი მეთოდებით მართვის ტექნიკა.

წარმატებულ მონაწილეებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგი ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ეგიდითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაკვეთით ჩატარდა.