სიახლეები

ტრენინგ-მოდული მედიაციაში
20 დეკ 2017

ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის ცენტრის თანათავმჯდომარეებმა სოფიო ტყემალაძემ და სოფო ჩაჩავამ შეიმუშავეს და ჩაატარეს 56-საათიანი ტრენინგის მოდულები სასამართლო მედიაციაში პროფესიული სერტიფიკატის მისაღებად. ტრენინგი ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. სასამართლოს მედიატორთა ტრენინგის პროგრამა მომზადდა საერთაშორისო მეთოდოლოგიითა და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით. პროგრამაში შევიდა მედიაციის თეორია და პრაქტიკული ნაწილი, მათ შორის ინტერაქტიული როლური თამაშები. ტრენინგის მონაწილეების შერჩევა განხორციელდა კონკურსით, რომლის კომისიის წევრები იყვნენ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. 

2017 წლის 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ახალ მედიატორს პროფესიული სერტიფიკატები გადასცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა - გიორგი მიქაუტაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ - ვასილ მშვენიერაძემ, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში - შომბი შარპმა.