სიახლეები

ტრენერების ტრენინგი სიცოცხლის გადარჩენის საფუძვლებში (BLS)
25 ივნისი 2018

2018 წლის მაისიდან, სიცოცხლის გადარჩენის საფუძვლებში (BLS) ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ათი მონაწილისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა ტრენინგის სამეტაპიანი კურსი გაიარა, რომელიც სპეციალურად შეკრებილ აუდიტორიასთან მათ მიერ დამოუკიდებელი სესიის ჩატარებით დასრულდა. მონაწილეებმა ამერიკის გულის ასოციაციის ინსტრუქტორებისგან მიიღეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები სწავლების საერთაშორისო სტანდარტებისა და ეფექტიანი ტექნიკების თაობაზე.