სიახლეები

თათია კერესელიძის სახელობის ღვინის სამართლის კვლევითი ცენტრის სამეცნიერო კონფერენცია
13 ივნისი 2019

13 ივნისს, უნივერსიტეტის ეკოკამპუსში თათია კერესელიძის სახელობის ღვინის სამართლის კვლევითი ცენტრის პირველი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ დავით კერესელიძემ გახსნა. მან ღვინის სამართლის კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბების იდეასა და მიზნებზე ისაუბრა. კონფერენცია შემდეგ თემატურ სექციებს მოიცავდა: ღვინის თვისებების შესწავლისადმი მიძღვნილი, გარემოსდაცვითი და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შესახებ სესიები.

კონფერენციის დასასრულს ეკოკამპუსის ბიბლიოთეკის იურიდიული ლიტერატურის მიმართულების სამკითხველო სივრცეს დოქტორანტ თათია კერესელიძის სახელი მიენიჭა.