სიახლეები

თათია კერესელიძის სახელობის ღვინის სამართლის კვლევითი ცენტრის სამეცნიერო კონფერენცია
23 მაისი 2019

13 ივნისს 19:00 საათზე, უნივერსიტეტის ეკოკამპუსში, თათია კერესელიძის სახელობის ღვინის სამართლის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაზე მოხსენების წარდგენა შესაძლებელია როგორც ღვინის და ღვინის სამართლის, ისე ინტელექტუალური საკუთრებისა და ეკოლოგიის მიმართულებით. 

კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველებმა, პრეზენტაციის სათაური და ძირითადი თეზისი უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 7 ივნისისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: winelawcenter@newvision.ge

21 საათზე, ეკოკამპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართება იურიდიული ლიტერატურის მიმართულების სამკითხველო სივრცისთვის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტ - თათია კერესელიძის სახელის მინიჭების ცერემონიალი. ცერემონიალის ფარგლებში დაინტერესებული პირები შეძლებენ წიგნის გადაცემას სამკითხველო სივრცისთვის. 

საკონტაქტო პირი: ნათია თინიკაშვილი 

ელ. მისამართი: ntinikashvili@newvision.ge

ტელეფონი: 598 00 69 27