სიახლეები

თანამშრომლობა შიმაცუ კორპორაციასთან კლევითი პროექტების განხორციელების მიზნით
5 ივნისი 2018

4 ივნისს, უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დელეგაციის შეხვედრები შიმაცუს კორპორაციის სათავო ოფისში (კიოტო, იაპონია) ერთობლივი კვლევითი პროექტების შესაძლებლობების განხილვას დაეთმო. 

მხარეებმა შეიმუშავეს წინასწარი სამოქმედო გეგმა ერთობლივი დიაგნოსტიკური და კვლევითი ლაბორატორიების ჩამოსაყალიბებლად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში შესაბამისი მიმართულებების განვითარებას საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით.