სიახლეები

თანამშრომლობა მედიქლაბ ჯორჯიასთან
26 ივნისი 2019

26 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და მედიქლაბ ჯორჯიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის მიზანია:

ა) სამედიცინო სფეროში კვალიფიციური განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

ბ) ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორი ინსტიტუციების წარმატებულ საქმიანობას საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სივრცეში;

გ) ერთობლივი კვლევების განხორციელება.

მხარეთა თანამშრომლობა სამედიცინო განათლების სფეროში ხორციელდება უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს:

  • კლინიკური სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას;
  • სტუდენტთათვის კლინიკური სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობების ერთობლივად განხორციელებას;
  • პროფესიული ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას;
  • სტაჟირების გავლის შესაძლებლობას;
  • ერთობლივი კვლევების წარმოებას, კონფერენციებისა და აკადემიური შეხვედრების ორგანიზებას.

უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ მედი ქლაბ ჯორჯიას საერთაშორისო სტანდარტების, JCI აკრედიტებული კლინიკური ბაზით, ხოლო მედი ქლაბ ჯორჯიას თანამშრომლებს უნივერსიტეტის კვლევითი რესურსებითა და ლაბორატორიებით.