სიახლეები

სტუდენტთა შერჩევა საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრისათვის
1 ოქტომბერი 2015

3 ოქტომბერს, 14:30-ზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრისათვის სტუდენტთა შიდა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის სამაგისტრო პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტებს. დამატებით, მომზადების პროცესში ჩართული იქნებიან პირველი სემესტრი სტუდენტებიც, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოიმუშავონ და დახვეწონ შეჯიბრში მონაწილეობისათვის საჭირო უნარები 2017 წლისათვის.

საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრი ყოველ წელს, პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის - ICC ორგანიზებით იმართება და მასში სამოცდაათამდე უნივერსიტეტის ხუთასზე მეტი სტუდენტი იღებს მონაწილეობას.