სიახლეები

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზენტაცია
3 ოქტომბერი 2017

3 ოქტომბერს, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზენტაცია გაიმართა. საზოგადოების მიზანია სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობების ხელშეწყობა, კვლევითი პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ასევე მსგავსი მიზნების მქონე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება. მაკოორდინირებელი საბჭო დაკომპლექტდება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებით და უზრუნველყოფს საზოგადოების ცნობადობის გაზრდას. 

სამეცნიერო საზოგადოების კარი ღიაა ყველა მოტივირებული, შემოქმედებითად მოაზროვნე, ორიგინალური კვლევითი იდეების მქონე სტუდენტისთვის, ვისაც სურს თავისი გეგმების რეალიზებით ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას.