სიახლეები

სტუდენტების შერჩევა Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრისათვის
24 სექტემბერი 2015

Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრი (ე.წ. „ვის მუთი“) მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში.
შეჯიბრის მიზანია სტუდენტებისთვის საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება საერთაშორისო კომერციული სამართლისა და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესწავლის გზით.
შეჯიბრის ფინალური ეტაპი ყოველწლიურად ვენაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით გუნდი მონაწილეობს. 

2015-2016 წლის საერთაშორისო შეჯიბრისათვის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, შიდა კონკურსის წესით შეარჩევს სამაგისტრო პროგრამის 4 სტუდენტს (იხ. სააპლიკაციო ფორმა). აუცილებელი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა 

  • სახელშეკრულებო სამართლის - ვენის კონვენცია საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის შესახებ - საბაზისო ცოდნა

  • დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების და კერძოდ, არბიტრაჟის საბაზისო ცოდნა.

  • კვლევის (research) ჩატარების უნარი.

  • იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

  • ძლიერი მოტივაცია და გამარჯვების სურვილი

გუნდი, პირველ რიგში გაემგზავრება 5-დღიან ​ტრენინგზე (30 სექტ.-4 ოქტ.), რომელიც სპეციალურად ქართული გუნდებისათვის ჩატარდება, ხოლო 2016 წლის აპრილში, შესაბამისი მომზადების გავლის შემდეგ სტუდენტები მონაწილეობას ​ვენაში, ფინალურ შეჯიბრში მიიღებენ. გუნდის მომზადებასა და სპონსორების მოძიებაში მხარდაჭერას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.