სიახლეები

სტუდენტების მოხსენებები ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგის X ეროვნულ კონგრესსა და ასთმისა და ფქოდის ევროპის VI კონგრესზე
20 ივნისი 2018

15-19 ივნისს, თბილისში სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ჩატარდა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ეროვნული კონგრესი და ასთმისა და ფქოდის ევროპის VI კონგრესი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ  სხვადასხვა საერთაშორისო საზოგადობების მომხსენებლები (EAACI, WAO, ACAAI, WIPO, INTERASMA, EFIS, FOCIS).

კონფერენციის სტუდენტურ სესიაზე მოხსნებებით წარდგნენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სამეცნიერო საზოგადოების წევრი სტუდენტები: აუს კამალი („თამბაქოს მოხმარების იმუნოლოგიური ასპექტები“), აქშეი სინგჰი და ემენიკო ოკორო („მძიმე ასთმის სტრატიფიკაცია და მკურნალობა“).