სიახლეები

სტატიების მიღება პოლონეთის ევროპული კვლევების ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალში
20 ივნისი 2017

პოლონეთის ევროპული კვლევების ასოციაცია (PECSA) აცხადებს სტატიების მიღებას ახალი სამეცნიერო ჟურნალის პირველი ნომრისთვის - „ევროკავშირის მიმდინარე საკითხთა მიმოხილვა“, რომელიც გამოიცემა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის თანამონაწილეობით, „დესკნეტის“ მიმდინარე პროექტის ფარგლებში (ევროკავშირის ჟან მონეს პროგრამის მხარდაჭერით).

ევროკავშირის საშინაო და საგარეო ურთიერთობების საკითხებით დაინტერესებულ მეცნიერებს, მკვლევრებს, დოქტორატებსა და ექსპერტებს შეუძლიათ სტატიების წარდგენა შემდეგ საკითხებზე:

  • ევროკავშირის პოლიტიკური საკითხები;
  • ევროპის უსაფრთხოება;
  • ევროკავშირის შიდა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობები;
  • ევროკავშირის საგარეო ურთიერთობები მესამე ქვეყნებთან;
  • ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი;
  • ინტეგრაციის პროცესი ევროპული პერსპექტივიდან.

კონტაქტი: biuro@pecsa.edu.pljournal@pecsa.edu.pl

წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის ივნისის ბოლო.