სიახლეები

სპეციალობის მაძიებელთა მიღება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამაზე „კლინიკური ონკოლოგია“
12 დეკ 2016

სარეზიდენტო პროგრამაზე მიღება ხდება  ღია კონკურსის წესით  3 ვაკანტურ ადგილზე.

საკონკურსო პირობები:

1.სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით „სამკურნალო საქმე“ და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში - „მაძიებელი“).

2.მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

2.1.განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ;

2.2.უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი;

2.3.ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/ სპეციალობის მაძიებლის სერტიფიკატის ასლი;

2.4.პირადობის მოწმობის ასლი;

2.5.რეზიუმე (CV);

2.6.ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

3.კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

3.1.კონკურსანტის საბუთების შეფასება;

3.2.ინგლისური ენის ტესტური გამოცდა (B2 დონე);

3.3.გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან

4.საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ.

საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 12 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2016 წლის 30 დეკემბერს.

 

განაცხადის ფორმა