სიახლეები

სპეციალობის მაძიებელთა მიღება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამაზე “კლინიკური ონკოლოგია”
10 აგვისტო 2016

სარეზიდენტო პროგრამაზე მიღება ხდება  ღია კონკურსის წესით  5 ვაკანტურ ადგილზე.

საკონკურსო პირობები განისაზღვრლია შემდეგნაირად:

1.სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით “სამკურნალო საქმე” და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში - "მაძიებელი").

2.მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
2.1.განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ;

2.2.უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი;

2.3. ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/ სპეციალობის მაძიებლის სერთიფიკატის ასლი;

2.4.პირადობის მოწმობის ასლი;

2.5.რეზიუმე (CV);

2.6.ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

 

3.კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

3.1.კონკურსანტის საბუთების შეფასება;

3.2.ინგლისური ენის ტესტური გამოცდა (B2 დონე);

3.3.გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან

4.საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ.


საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 10 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2016 წლის 16 სექტემბერს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

admissions@newvision.ge

24 24 440

577508586