სიახლეები

სოფიო ჩაჩავა იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს
20 მარტი 2018

19 მარტს, იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ უნივერსიტეტის პროფესორი სოფიო ჩაჩავა აირჩიეს. საბჭო შექმნილია იურიდიული დახმარების სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. სოფიო ჩაჩავა საბჭოში საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) კვოტით წარდგენილი წევრია.