სიახლეები

სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი
7 აგვისტო 2018

6 აგვისტოს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს სტუმრობდა სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - არსენ დავიტიანი, განათლების მინისტრის მოადგილე - ოგანეს ოგანესიანი და ჯანდაცვის პროგრამების რეალიზაციის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი - აიკ საიადიანი.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელების თვალსაზრისით.