სიახლეები

სოციალური პროექტის - „გერიატრიული მზრუნველობის“ პირველი შედეგების განხილვა
21 ნოემბერი 2018

20 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სოციალური პროექტის - „გერიატრიული მზრუნველობის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

ამ ტიპის პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ის 60 წელს მიღწეული მოსახლეობის უფასო სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებას ითვალისწინებს.

პრეზენტაციას პროექტის პარტნიორები, პენსიონერთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები, რომლებიც საპენსიო ასაკის, მათ შორის - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ იქნება მიმართული.