სიახლეები

სიმსივნური დაავადებების პრევენციის პოპულარიზაცია
31 იანვარი 2019

4 თებერვალს, სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. კიბო დღემდე რჩება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. სწორედ სიმსივნური დაავადებების პრევენციის, როგორც კაცობრიობის უდიდესი გამოწვევის მიმართ ყურადღების მისაპყრობად დააფუძნა ეს დღე კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა, 2005 წელს.

2008 წლიდან, საქართველოში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შედეგად, ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ძვირადღირებული გამოკვლევები უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის. ეს ნიშნავს, მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო პრევენციაა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში.

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი კიბოსთან ბრძოლის მხარდამჭერი ღონისძიებებით ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პრევენციული კვლევების კულტურის დანერგვას. 4 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით, მსურველები მათი ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად შეძლებენ მიიღონ უფასო კონსულტაციები.

 

მისამართი: დიღომი, ლუბლიანას ქ.13/ჭიაურელის ქ.6

ცხელი ხაზის ნომერი: 0322487227, 599338078