სიახლეები

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის (BLS) ტრენინგპროგრამა
16 მარტი 2019

როტერდამის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის თორმეტი ტრენერი გადამზადდა (ToT) სიცოცხლის გადარჩენის ბაზისურ ალგორითმში (BLS), 11-15 მარტს. შედეგად, კლინიკური უნარების ლაბორატორიისა და ტრენინგცენტრის თანამშრომლებს ევროპის რეანიმაციის საბჭოს (ERC) ტრენერების სტატუსი მიენიჭათ.

გარდა ამისა, ჰოლანდიელი სპეციალისტების მიერ შეთავაზებული სასერტიფიკატო კურსი სიცოცხლის გადარჩენის ბაზისურ ალგორითმში საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ოთხმოცდაათმა მედდამ, უმცროსმა ექიმმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ექვსმა თანამშრომელმა გაიარა.

ტრენერთა ტრენინგის შედეგად, შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის მიერ ევროპის რეანიმაციის საბჭოს ტრენინგკურსის დაინტერესებული პირებისათვის შეთავაზება.