სიახლეები

შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები
30 ივნისი 2019

30 ივნისს, უნივერსიტეტში დასრულდა შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები, რომლის შესარჩევი ეტაპიც 2019 წლის აპრილში დაიწყო.

შეჯიბრში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სამართლის სკოლების სტუდენტებისგან შექმნილი 12 გუნდი მონაწილეობდა. სულ ჩატარდა ოთხი სასამართლო სესია და ორი მედიაციის პროცესი, წინასწარ შემუშავებული წესების საფუძველზე. თითოეული მონაწილე გუნდი სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა. 

შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესების პარტნიორები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა, „ნათია წკეპლაძისა და ალექსანდრე იოსელიანის საადვოკატო ფირმა“, იურიდიული საკონსულტაციო სააგენტო, „თორაძე და პარტნიორები“. პარტნიორმა კომპანიებმა სტუდენტები სხვადასხვა პრიზით დააჯილდოვეს.