სიახლეები

შპს „ტესტი - დიაგნოსტიკას“ საუნივერსიტეტო ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა
17 ოქტომბერი 2014

საქართველოში სამედიცინო განათლების ხარისხისა და სამედიცინო-ლაბორატორიული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შპს „ტესტი–დიაგნოსტიკასა“ და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტს შორის 2014 წლის 13 ოქტობერს ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, შპს „ტესტი–დიაგნოსტიკას“ „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა, რის შედეგადაც იგი აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების ლაბორატორიული კომპონენტების განხორციელებაში და უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ლაბორატორიული ინფრასტრუქტურით საგანმანათლებლო-კვლევითი მიზნით სარგებლობას.