სიახლეები

შეხვედრა ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენთან
30 ნოემბერი 2017

28 ნოემბერს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა თამთა ტეფნაძემ სამართლის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. მან ისაუბრა სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებზე, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებსა და  ვადებზე.  შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტდუნტებს შორის და კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.

„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი“ -  საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017- 2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობაა. საინფრმაციო შეხვედრების მიზანი ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.