სიახლეები

შეხვედრა მედიცინის სკოლაში გამოცდილების გაზიარებისათვის
23 სექტემბერი 2018

22 სექტემბერს, უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შეხვედრა დაეთმო იმ ახალი თანამშრომლებისათვის გამოცდილების გაზიარებას, ვინც სასწავლო პროცესში 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან ჩაერთვება. მედიცინის სკოლაში პრობლემაზე, გუნდურობასა და სიმულაციებზე დაფუძნებულ სწავლებებსა (PBL, TBL, SBL) და ტუტორიალებში ამჟამად უკვე ოცზე მეტი დოქტორანტია ჩართული.

შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტის ხარისხის კულტურასთან დაკავშირებული საკითხები, მზუნველობისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო კვლევებში ჩართვის მნიშვნელობა, ისაუბრეს სწავლისა და სწავლების მიზნების შესახებ: „რატომ აკეთებს პედაგოგი იმას, რასაც აკეთებს“ და ა.შ. ასევე გააანალიზეს თანამშრომლობითი გარემოს, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემისა და კორპორაციული ეთიკის მნიშვნელობა.