სიახლეები

შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის რეაკრედიტაცია
22 იანვარი 2019

22 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭომ მოახდინა შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის უპირობო რეაკრედიტაცია მომდევნო შვიდი წლის ვადით. აკრედიტაციის პროცედურა განხორციელდა საერთაშორისო ექპერტების მონაწილეობით.

სამართლის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამებმა უკვე მიიღო უპირობო რეაკრედიტაცია შვიდი წლის ვადით.