სიახლეები

სეზონური სკოლა „უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში: ნევროლოგიური დაავადებებიდან დიაბეტამდე“
13 მარტი 2017

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან ერთად, 2017 წლის 1-9 მაისს, ატარებს სეზონურ სკოლას „უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში: ნევროლოგიური დაავადებებიდან დიაბეტამდე“.

სეზონური სკოლის ფარგლებში ოცი ახალგაზრდა მეცნიერი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სამეცნიერო ორგანიზაციიდან შეისწავლის: (ა) სეკრეციის მოლეკულურ მექანიზმებს, (ბ) სეკრეციის დარღვევებთან ასოცირებულ დაავადებებს, (გ) სეკრეციის მექანიზმების კვლევისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და უახლეს მეთოდებს, (დ) ელექტრონული მიკროსკოპისა და ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპის მუშაობის მეთოდებს – მაღალტექნოლოგიურ მიდგომებს უჯრედის სეკრეციის ულტრა- და ნანო დონეზე შესასწავლად.