სიახლეები

სემინარი სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის დისფუნქციის შესახებ
29 ნოემბერი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა უმასპინძლა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისა და ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის ერთობლივ ღონისძიებას. ღონისძიების ფარგლებში ჯო ენის ცენტრის  მოზრდილთა კარდიოლოგიური განყოფილების გამგემ, გიორგი კაჭარავამ ჩაატარა სემინარი სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიასთან დაკავშირებული დისფუნქციის შესახებ. მომხსენებელმა ისაუბრა დაავადების მკურნალობის მეთოდებზე. სემინარს ესწრებოდნენ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, ჯო ენის ცენტრის ექიმები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიება გაიმართა ფარმაცევტული კომპანია ბერლინ-ჰემის ფინანსური მხარდაჭერით.