სიახლეები

სემინარი კორპორაციულ მართვაში
16 აპრილი 2016

2016 წ 20 მაისს  გაიმართება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და IFC-ის ოფიციალური პარტნიორის - საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტის ერთობლივი სემინარი კორპორაციულ მართვაში.  

სემინარის მონაწილეები გაეცნობიან:

  • კორპორაციული მართვის ძირითად პრინციპებს

  • კორპორაციული მართვის მსოფლიო პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს

  • კომპანიის სამართლებრივი სტატუსისა და სტრუქტურის განსაზღვრას

  • ძირითად განსხვავებებს დირექტორებს, მენეჯერებსა და მფლობელებს შორის

  • საბჭოს ფუნქციების ანალიზსა და საუკეთესო პრაქტიკას ამ მიმართულებით

  • საბჭოს წევრთა ძირითად კატეგორიებს (აღმასრულებელი, არააღმასრულებელი, დამოუკიდებელი), მათ ფუნქციებსა და მოვალეობებს

  • ინტერესთა კონფლიქტის ცნებას, მის სახეობებს

  • აქციონერთა უფლებებსა და მოვალეობებს

  • ინფორმაციის გამჟღავნებისა და გამჭვირვალობის ელემენტებს

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • განიხილონ კორპორაციული მართვის აქტუალური თემები სფეროს საუკეთესო ექსპერტთან

  • განიხილონ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული სამართლებრივი ასპექტები და მოარგონ ისინი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას

  • დაამყარონ სასარგებლო კავშირები

  • გაწევრიანდნენ GIOD-ში (საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტში)

მომხსენებლის შესახებ:

სემინარს გაუძღვება კორპორაციული სამართლისა და კორპორაციული მართვის ექსპერტი, კახა კუჭავა.

კახა კუჭავას აქვს 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესისა და კომერციული სამართლის სფეროში. მუშაობდა მმართველ თანამდებობებზე ადგილობრივ კერძო, სამთავრობო და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოში და  დიდ ბრიტანეთში. მონაწილეობდა USAID–ის ბიზნეს გარემოს რეფორმის პროექტში როგორც ბიზნესისა და კომპანიების სამართლის სპეციალისტი, ასევე დიდი წვლილი აქვს საქართველოში ბიზნეს სამართლის განვითარების საქმეში.

2011 წლიდან არის „კავკასუს მინერალს“-ის გენერალური დირექტორი და „საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტი“-ს თავმჯდომარე.

2015 წლიდან უძღვება კორპორაციული მართვის კურსს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

რეგისტრაცია:
სემინარში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი ონლაინ-რეგისტრაცია.

სემინარის ჩატარების ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (მიქელაძის 1ა, დიღმის მე-6 კვ, თბილისი)

მონაწილეობის საფასური: 225 ლ.

სერტიფიკატი: მონაწილეებს გადაეცემათ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და IFC-ის ოფიციალური პარტნიორის - საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტის ერთობლივი სერტიფიკატი.

დამატებით, სემინარზე მიღებული კრედიტები ჩაითვლება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობისათვის განსაზღვრულ წლიურ, სავალდებულო კრედიტ-საათებში (6 კრედიტ/სთ)

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 

updates@newvision.ge