სიახლეები

სემინარი და ვორქშოპი პაციენტთა უსაფრთხოების შესახებ
18 მარტი 2017

პაციენტთა უსაფრთხოების შესახებ სემინარი და ვორქშოპი გაიმართება, 31 მარტსა და 1 აპრილს, უნივერსიტეტის კამპუსში (ქ. თბილისი, ბოხუას ქ. 11).

ღონისძიება ეძღვნება: შეცდომათა სახეებს, ადამიანური შეცდომის ფაქტორს, სტატისტიკურ მონაცემებს, პროსპექტულ და რეტროსპექტულ ანალიზს, პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესების მეთოდებსა და სტრატეგიებს. დისკუსია მიმართულია პაციენტთა უსაფრთხოების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისკენ.  

ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან:

სემინარი პაციენტთა უსაფრთხოების შესახებ ჩატარდება პარასკევს, 31 მარტს;

კლინიკური შემთხვევების შესახებ ვორქშოპი - შაბათს, 1 აპრილს.

ღონისძიება განკუთვნილია ექიმების, ექთნების, მედიცინის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. სამუშაო შეხვედრაზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება წარმოადგინოს ანონიმური კრიტიკული შემთხვევები განსახილველად.

სავალდებულოა ონლაინ-რეგისტრაცია. რეგისტრაცია სრულდება 2017 წლის 30 მარტს.

სამუშაო ენა: ინგლისური.