სიახლეები

სემინარი და ვორქშოპი „პაციენტთა უსაფრთხოებაზე“
10 აპრილი 2017

„პაციენტთა უსაფრთხოების“ შესახებ სემინარის მომხსენებლები იყვნენ თომას შრადერი (ბრანდენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი (გერმანია), ლია მელიქიძე (სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), ცოტნე სამადაშვილი (ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგიის, კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ლანა ბოკუჩავა (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ლექტორი) და სოფიო ბოჯგუა (ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმი). სემინარი შეეხო სამედიცინო პრაქტიკაში გავრცელებულ შეცდომებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, საორგანიზაციო და საკომუნიკაციო პრობლემებს, პაციენტთა დაზიანების პრევენციასა და შეცდომათა გამოსწორების გზებს. ვორკშოპის ფორმატში მონაწილეებმა სტუდენტებთან ერთად განიხილეს კონკრეტული სამედიცინო შემთხვევები.