სიახლეები

საზოგადოებრივად სასარგებლო კვლევა
22 ნოემბერი 2017

18 ნოემბერს, უნივერსიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანაშრომლობის ფარგლებში, „საზოგადოებრივად სასარგებლო კვლევის“ ფორმატში განსახორციელებელი კვლევების თემატიკის იდენტიფიცირება და წინასწარი განხილვა გაიმართა.

ეს ახალი ინიციატივა ითვალისწინებს სადოქტორო სემინარებისა და სამაგისტრო ნაშრომების შესრულებას საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამისად, კერძოდ შესაძლებლობების გამოვლენას იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.