სიახლეები

სახელმწიფო შესყიდვების სასერტიფიკატო პროგრამა
6 აგვისტო 2018

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის (G4G) საქართველოში“ მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაცია (ფრემა) აცხადებს კონკურსს სახელმწიფო შესყიდვების სასერტიფიკატო პროგრამის  მონაწილეთა შესარჩევად.

 

პროგრამის აღწერა:

სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერის პროფესიის ფორმირება.

პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, ვინც მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე, ან ვისაც აქვს მიზანი მომავალში ჩაერთოს მსგავს საქმიანობაში.

პროგრამა მოიცავს ოთხ მოდულს:

  • სამართალი
  • ფინანსები
  • მენეჯმენტი
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები

დამატებით, პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია ლიდერობისა და კომუნიკაციის ტრენინგები.

საუკეთესო მონაწილეები, რომელთაც ექნებათ სურვილი გადასცენ მიღებული ცოდნა მესამე პირებს, ჩართული იქნებიან შესაბამის ღონისძიებებში, როგორც ტრენერები.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც მასტერკლასები, ასევე მოცემულ სფეროში მოღვაწე პირების ერთმანეთთან დაკავშირებისა და ცოდნა-გამოცდილების გაცვლის აქტივობები (ე.წ. "ნეთვორქინგ ღონისძიებები").

 

შეფასება და სერტიფიცირება

პროგრამის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით. აქედან, 30 ქულით ფასდება დასწრება, 30 ქულით დავალებების (ტექსტების) შესრულება, ხოლო 40 ქულა დაეთმობა ფინალურ გამოცდას.

კურსის დასრულებისას გაიცემა 2 სახის სერტიფიკატი:

-           სასერტიფიკატო კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი (91-100 ქულით დასრულების შემთხვევაში).

-           სასერტიფიკატო კურსის მონაწილის სერტიფიკატი (70-90 ქულით დასრულების შემთხვევაში).

მოთხოვნები მონაწილეთა მიმართ:

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნას:

  • ბაკალავრის ხარისხი სამართალში, ბიზნესში, ეკონომიკაში, ფინანსებში, მენეჯმენტში, ან
  • სხვა მომიჯნავე სპეციალობის ბაკალავრის ხარისხის მქონე პირი, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში პრაქტიკული მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეებს, რომელთაც ექნებათ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციისა და წერის უნარები.

განრიგი

სახელმწიფო შესყიდვების სასერტიფიკატო პროგრამა სამთვიანია (არანაკლებ 80 აკადემიური საათი) და დაიწყება 2018 წლის სექტემბერში. 

შეხვედრები ჩატარდება საშუალოდ კვირაში სამჯერ, არასამუშაო საათებში.

შერჩევა

კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი აპლიკაციებისა და CV-ების საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელ.ფოსტით, არა უგვიანეს 2018 წლის 20 აგვისტოსა, მისამართზე: spcp@newvision.ge

შერჩეული მონაწილეებისთვის სასერტიფიკატო პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.