სიახლეები

სახელმწიფო შესყიდვების სასწავლო პროგრამები
25 თებერვალი 2019

    

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა და თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაციამ (ფრემა) წარმატებით დაასრულა სახელმწიფო შესყიდვების სასწავლო პროგრამების პროექტის მესამე ეტაპი. მოცემული ეტაპის ფარგლებში შეიქმნა და განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების (საპილოტე) სასერტიფიკატო და სამაგისტრო პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წლის 28 თებერვალს შედგება. ღონისძიებაზე, გარდა პრეზენტაციისა, ასევე, სერტიფიკატები გადაეცემათ იმ მონაწილეებს, რომელთაც წარმატებით გაიარეს და დაასრულეს სასერტიფიკატო პროგრამა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ მაღალკვალიფიციური იურისტები, მენეჯერები, ფინანსისტები და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტს „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.