სიახლეები

საორიენტაციო შეხვედრა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან
11 ოქტომბერი 2014

10 ოქტომბერს „ნიუ ვიჟენ“ – უნივერსიტეტში გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან.

სტუდენტებმა მედიცინის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამა, მისი აგებულება და სპეციფიკა, სწავლების მეთოდები, პროგრამის ძირითადი და არჩევითი კომპონენტები.

სტუდენტებმა თავად დაგეგმეს საკუთარი სალექციო განრიგი, ასევე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს სასურველი დამატებითი კომპონენტები.

საორიენტაციო შეხვედრაზე გაიმართა სტუდენტის ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს ელექტრონულად შეეძლებათ სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა.

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის ჯგუფი აერთიანებს უცხოელ (ინდოეთი, კანადა, ნიგერია და ა.შ.) და ქართველ სტუდენტებს. შესაბამისად, საორიენტაციო შეხვედრაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მათ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სტუდენტური ცხოვრების შესახებ.