სიახლეები

სამუშაო შეხვედრა: პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების აქტუალური საკითხები
12 მარტი 2016

2016 წლის 21 მარტს, 14:00 ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა, თემაზე: "პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების აქტუალური საკითხები სამედიცინო განათლებაში - საქართველოში არსებული გამოცდილება და შემდგომი დანერგვის შესაძლებლობები".

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამედიცინო სკოლების წარმომადგენლები. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია საქართველოში სამედიცინო განათლებაში პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებისთვის.

მონაწილეობის სურვილი უნდა გამოიხატოს არა უგვიანეს 17 მარტისა, ელფოსტაზე დადასტურებით: eoniani@newvision.ge 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შეხვედრის სამუშაო ვერსია.

სამუშაო შეხვედრა ჩატარდება სასტუმრო "კოპალა"-ში, მისამართზე: ჩეხოვის ქ. 8/10, 0103, თბილისი, საქართველო