სიახლეები

სამუშაო შეხვედრა იურიდიული დახმარების ცენტრის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად
27 მარტი 2015

27 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, იურიდიული დახმარების ცენტრის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა იურიდიული დახმარების ცენტრის ზედამხედველმა ადვოკატებმა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მონაწილეებმა შეაფასეს ცენტრის მიმდინარე საქმიანობა და იმსჯელეს სამომავლო განვითარების სტრატეგიაზე.

იურიდიული დახმარების ცენტრი საქმიანობას განახლებული შემადგენლობით 31 მარტიდან განაგრძობს.