სიახლეები

სამართლის სკოლის დეკანი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ასამბლეაზე
13 აპრილი 2019

10-12 აპრილს, უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გაგა გაბრიჩიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციაში. ღონისძიება გაიმართა ქ. ტურინში (იტალია). 

ასოციაცია სამართლებრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხებისათვის ქმნის სადისკუსიო ფორუმს და სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამთავრობო ინსტიტუციებთან თანამშრომლობს.