სიახლეები

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მე-2 ეროვნულ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას
15 ოქტომბერი 2014

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები - ანა აღლაძე, ნიკა სერგია, მამუკა ბუბუტეიშვილი და ნინო ბაგაშვილი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სახელით საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში მე-2 ყოველწლიურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

იმიტირებული პროცესების შეჯიბრის მიზანია საქართველოში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის პოპულარიზაცია და სამართლის სკოლების სტუდენტებისათვის შესაბამისი კვლევითი, წერითი და ადვოკატირების უნარების გაუმჯობესება.

შეჯიბრი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური და „არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველო“-სა და  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის აკადემიური მხარდაჭერით  ნოემბერში ჩატარდება.