სიახლეები

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები კომერციული არბიტრაჟის მე-2 ეროვნული შეჯიბრის ფინალში
16 ნოემბერი 2014

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა კომერციული არბიტრაჟის მე-2 ეროვნულ შეჯიბრში ვერცხლის თასი მოიპოვეს. 

შეჯიბრში, რომლის მიზანია საქართველოში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის პოპულარიზაცია და სამართლის სკოლების სტუდენტებისათვის შესაბამისი კვლევითი, წერითი და ადვოკატირების უნარების გაუმჯობესება, შვიდი ქართული უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა.

იმიტირებული პროცესების შეჯიბრის შეჯიბრი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური და „არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველო“-სა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის აკადემიური მხარდაჭერით ჩატარდა.