სიახლეები

სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა
4 ივლისი 2017

7 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა გაიმართება.

17:00 ამირან გიგუაშვილის ნაშრომის დაცვა, ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში, თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური ნიშნის არსებობის ეჭვის მქონე საქმეთა თავისებურებები ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის ჭრილში“.

17:30 ბონდო ალასანიას ნაშრომის დაცვა, ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში, თემაზე: „სამართალწარმოების მონაწილეთა ინტერესების ბალანსირების მექანიზმი“.

18:00 მარიამ ბოჭორიშვილის კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: „კომერციული სარეკლამო პროდუქტები აუდიოვიზუალურ მედიაში“.

18:30 სალომე ჭურაძის კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: „საგადასახადო ბარიერები და სხვა სატარიფო ზომები, როგორც თავისუფალ ვაჭრობაში სახელმწიფოს ინტერვენციის ფორმა“.

 

ნაშრომების დაცვა გაიმართება უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში​აუდიტორია 402.​

მისამართი: ​ევგენი მიქელაძის ქუჩა 1ა, დიღმის მასივის VI კვარტალი.

დასწრება თავისუფალია!