სიახლეები

სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა
1 მარტი 2017

9-10 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა გაიმართება.

ხუთშაბათი, 9 მარტი:

  • 16:00 მარიამ ბოჭორიშვილის სასემინარო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,საქართველოში ავტო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისობა ევროპული კავშირის სტანდარტებთან”.
  • 16:30 დავით თორაძის სასემინარო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ეკონომიკური ფაქტორების გავლენა სამართლის განვითარებაზე". 
  • 17:00 ლევან ნანობაშვილის ნაშრომის დაცვა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში თემაზე: ,,ინტერნეტის მომხმარებელი და მისი იდენტიფიცირების საშუალებები".
  • 17:30 სოფიო ჯოხაძის ნაშრომის დაცვა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში თემაზე: „გადახდისუუნარობის სპეციალისტთა მიერ კრედიტორთა და მოვალის ინტერესების თანაზომიერად დაცვა".
  • 18:00 ბონდო ალასანიას ნაშრომის დაცვა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში თემაზე: „საადვოკატო საქმიანობის „საკრალური“ პრინციპის შენარჩუნების მიზანშეწონილობა".
  • 18:30 თამარ კერძაიას კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: „ზიანის სახეები სამედიცინო დავებში“.
  • 19:00 თამარ პიროგოვას კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: „ხელშეკრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის შესახებ“.

პარასკევი, 10 მარტი:

  • 17:00 ამირან გიგუაშვილის ნაშრომის დაცვა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში თემაზე: „პოლიტიკური ნიშნით პატიმრობა, როგორც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმა და მისი აღმოფხვრის ძირითადი სამართლებრივი ნორმები ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობაში“.
  • 17:30 სოფიო ჯოხაძის კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ხარჯების ოპტიმიზაციის ეფექტურობა მოვალისა და კრედიტორისთვის".
  • 18:00 თამარ კერძაიას კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,სასამართლო პრაქტიკით დადგენილი ზოგადი მტკიცების სტანდარტი სამედიცინო დავებში".

ნაშრომების დაცვა გაიმართება უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში შემდეგ მისამართზე:

ევგენი მიქელაძის ქუჩა 1ა, დიღმის მასივის VI კვარტალი.

დასწრება თავისუფალია!