სიახლეები

სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა
26 დეკ 2015

28-30 დეკემბერს  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა გაიმართება.

ორშაბათი, 28 დეკემბერი:

  • 19:00 ნანა ამისულაშვილის სასემინარო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ადვოკატის როლი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით".

  • 19:30 ბონდო ალასანიას ნაშრომის დაცვა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში თემაზე: ,,საადვოკატო საქმიანობაში პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად არსებული რეგულაციების მიმოხილვა". 

  • 20:00 დავით ათაბეგაშვილის კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,საბანკო გარანტია მსოფლიოს ახალ ინდუსტრიულ ზონაში".

  • 20:30 დავით თორაძის კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: „საჯარო სუბიექტის პასუხისმგებლობაწყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანისათვის".

სამშაბათი, 29 დეკემბერი:

  • 19:00 გიორგი გეწაძის ნაშრომის დაცვა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში თემაზე: ,,სურსათის მარეგულირებელი სფეროს ერთიანი საკანონმდებლო სისტემა ევროკავშირში".

  • 19:30 რუსუდან როგავას სასემინარო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ვალდებულებათა ცალმხრივი გაქვითვის მოწესრიგება ქართულ სამართალში".

  • 20:00 ნინო ბეგიაშვილის კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ვალდებულების შეწყვეტა სხვა შესრულების მიღებით".

  • 20:30 სოფიო ჯოხაძის სასემინარო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ასოცირების შეთანხმება ინსაიდერული გარიგებების შესახებ და მასთან ქართული კანონმდებლობის შესაბამისობა".

  • 21:00 ამირან გიგუაშვილის სასემინარო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მძიმე დანაშაულებთან ბრძოლაში".

ოთხშაბათი, 30 დეკემბერი:

  • 18:00 შორენა გიგაურის კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიები (სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის უსაფრთხოება) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში".

  • 18:30 ქეთევან ზაქარეიშვილის  ნაშრომის დაცვა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში თემაზე: ,,ხელშეკრულების სტანდარტული პირობების - ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და შესრულებაზე უარის თქმის უფლებების  - ბათილად ცნობა და შედეგები".