სიახლეები

სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა
9 მარტი 2016

პარასკევს, 11 მარტს და შაბათს, 12 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა გაიმართება. 

პარასკევი, 11 მარტი:

  • 13:30 ნანა ამისულაშვილის ნაშრომის დაცვა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში თემაზე: „გადახდისუუნარობის არაკეთილსინდისერად გამოყენების დამაბრკოლებელი საკანონმდებლო მექანიზმები".

  • 14:00 დავით თორაძის ნაშრომის დაცვა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში თემაზე: „საჯარო სუბიექტის პასუხისმგებლობა არაჯეროვანი საბანკო ზედამხედველობის შედეგად მიყენებული ზიანისათვის". 

  • 14:30 ამირან გიგუაშვილის კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: „დისკრიმინაციის აღმოფხვრის ძირითადი სამართლებრივი მექანიზმები ეროვნულ კანონმდებლობაში".

  • 15:00 რუსუდან როგავას ნაშრომის დაცვა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში თემაზე: „კეთილსინდისიერების პრინციპის გავლენა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე".

  • 15:30 დავით ათაბეგაშვილის ნაშრომის დაცვა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში თემაზე: „დამოუკიდებელი საგარანტიო ვალდებულება ნიუ იორკის 1995 წლის კონვენციის მომზადების პროცესში".

  • 16:00 ბონდო ალასანიას კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: „ადვოკატთა პასუხისმგებლობის ფარგლები საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული იურიდიული დახმარების დროს".

შაბათი, 12 მარტი:

  • 13:00 ირაკლი გოლეთიანის კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: „კონცესიის სამართლებრივი რეგულირება საქართველოში და  მისი შესაბამისობა ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან".

  • 13:30 ქეთევან ზაქარეიშვილის კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: „ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბუნდოვანი ტექსტის განმარტების სამართლებრივი შედეგები“.

  • 14:00 სოფიო ჯოხაძის კოლოკვიუმის ნაშრომის დაცვა თემაზე: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება - უფლება და მოვალეობა “.

  • 14:30 მანანა მესხიშვილის სასემინარო ნაშრომის დაცვა თემაზე: „ქუჩაში დადებული ხელშეკრულებები - ქართული კანონმდებლობის მისადაგება ევროკავშირის 85/577 დირექტივასთან“.

  • 15:00 შორენა გიგაურის სასემინარო ნაშრომის დაცვა თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით ნაკისრი რეფორმის ფარგლებში“.